მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:7

6. რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის.7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ; რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა. რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ ().

1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება

როდესაც გადაუდებელ და ხელთმყოფ საკითხებზე დგება და შემდეგ უკვე მუდმივზე შედგომას აპირებს, იმაზე, რისი მოსმენაც განუწყვეტლივ საჭიროა, წინ უსვამს ამ სიტყვას: „ამიერითგან“ (), ანუ: მარადის და განუწყვეტლივ „გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ“ (). საოცარია! თავის თავს შეგონებისთვისაც კი სარწმუნოდ არ მიიჩნევს, ამბობს; თუმცა ვინ იყო ასე სარწმუნო? არამედ ქრისტეს იხმობს თანამოწმედ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის