...მატებებს აცნობიერებს; და თვით პავლესაც, საკუთარი კეთილი საქმეების შეგნებით, თითქოს ძლიერი ნაკადით ატაცებულსა და აღზევებულს, ბუნებრივია, დიდი ძალდატანება სჭირდებოდა. მაშ, იხილე, აქ რას აკეთებს. მან თქვა: „სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე“ (); ეს ისეთი სახარებაა, რომლის ზიარებაც მათ, ვინც ჯერ კიდევ რჯულით სარგებლობს, არ შეჰფერით; რადგან რჯული მას ჯერაც უპირისპირდება და ისე დიდია მათ შორის მანძილი, რომ რჯულის ქვეშ მყოფნი ჯერ კიდევ ღირსნი არ არიან, ამას ეზიარონ; ეს იმას ჰგავს, ვინმემ თქვას: ბორკილებისა და სამსჯავროს საჭიროების მქონენი ფილოსოფოსთა დასში არ უნდა შეიყვანონო. ამრიგად, რაკი თითქოს ამაღლდა და დიდი რამ წარმოთქვა, იმავე დროს საკუთარ თავსაც იმდაბლებს და სხვებსაც არწმუნებს, იგივე გააკეთონ; როცა წერს: „რომელი მერწმუნა მე“ (), სწრაფადვე შეაჩერა საკუთარი თავი, რათა არ იფიქრო, თითქოს ამას ამპარტავნებით ამბობს. მაშ, იხილე, როგორ შესწორებას მიმართავს, როცა დასძენს და ამბობს: **„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს...
10. მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,11. თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1