მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:14

13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.“ ().

1. პავლეს თავმდაბლობა და ღმრთის მადლი

ვხედავთ, რომ თავმდაბლობას დიდი სარგებელი აქვს, მაგრამ იგი ადვილად არსად მოიპოვება; ბევრია თავმდაბლური ლაპარაკი, საჭიროზე მეტიც კი, ხოლო თვით თავმდაბლობა არსად არის. ნეტარი პავლე კი ისე ესწრაფოდა მას, რომ ყველგან მრავალ საბაბს იგონებდა თავისი გონების დასამდაბლებლად. რადგან განსაკუთრებით მათ უმძიმთ თავმდაბლობა, ვინც საკუთარ თავში დიდ წარმატებებს აცნობიერებს; და თვით პავლესაც, საკუთარი კეთილი საქმეების შეგნებით, თითქოს ძლიერი ნაკადით ატაცებულსა და აღზევებულს, ბუნებრივია, დიდი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის