მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:7

6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.8. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.“ ().

1. სიყვარული და რჯულის მიზანი ქრისტეში

არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანთა მოდგმას, როგორც მეგობრობის უგულებელყოფა და მისი დიდი გულმოდგინებით არდაცვა; და, კვლავაც, არაფერი ისე არ აღადგენს ადამიანს, როგორც მეგობრობის მთელი ძალით ძიება. ამასვე ცხადყოფს ქრისტე, როცა ამბობს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (); და კვლავ: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (). ამ უსიყვარულობამ შვა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის