მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:11

10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე.12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე.
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1.

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რის შესახებაც სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და კვლავ, თუ იმაზე ასწავლი, რის შესახებაც ბრძანება გვმართებს, იმავეს ასევე განიცდი. რას ვამბობ, მაგალითად: ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, იუდეველობა რომ არ უნდა იყოს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი ქონება გასცეს, რომ საჭიროა...

სრულად ნახვა
ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...1 ტიმ 6:2–7).

1.

მოძღვარს მხოლოდ ხელმწიფება კი არ სჭირდება, არამედ დიდი ნაზი მოპყრობაც; ისევე როგორც მხოლოდ ნაზი მოპყრობა კი არა, ხელმწიფებაც. და ყოველივე ამას ნეტარი პავლე ასწავლის: ხან ამბობს, „ამცნებდ ამას და ასწავებდ“ (), ხან კი: „ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ“ (). რადგან თუ ექიმები სნეულებს შეაგონებენ არა იმისთვის, რომ თვითონ მიაღწიონ ჯანმრთელობას, არამედ რათა ისინი სნეულებისგან გაათავისუფლონ და დაცემულნი წამოაყენონ, მით უმეტეს გვმართებს ჩვენ, რომ შეგონებისას ამგვარი განწყობით მოვექცეთ მოსწავლეებს. რადგან ნეტარი პავლე იმასაც არ ერიდება, რომ მათი მონა იყოს, როცა ამბობს: „რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს... ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს“ (); და კვლავ: „გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო... ყოველივე თქუენი არს“ (). და ამ მონობას იგი მოშურნე...

სრულად ნახვა