...ს საფუძვლით, არამედ ღმერთთან განსაკუთრებული მიკუთვნების საფუძვლითაც. თუ ღვთის კაცი ხარ, ამბობს, ნურც ზედმეტს ეძებ და ნურც იმას, რაც ღმერთთან არ მიგიყვანს, არამედ: „ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (). ორივე ბრძანება დაჟინებით არის ნათქვამი. არ უთქვამს: განშორდი და მიუახლოვდი, არამედ: გაექეცი და სდიე სიმართლეს, რათა მომხვეჭელობაში არ ჩავარდე. ღვთისმოსაობას - მოძღვრებათა სისწორეს; რწმენას, რომელიც გამოძიებას ეწინააღმდეგება; სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს. შემდეგ ამბობს: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ“ (). აჰა, საზღაურიც. ანუ: „რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა“ (), საუკუნო ცხოვრების სასოებით....
10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6