მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:12

11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...1 იოანე 4,5). ამიტომაც გულმოდგინედ ცდილობენ შეუდგნენ „სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ“().

როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: „...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“().

გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ“ (კურთხევანი).

მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.

გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლია...

სრულად ნახვა