მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:9

8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...საკმარისია გამოსაკვებად; ისეთი უნდა შევიმოსოთ, რაც მხოლოდ ჩვენს დაფარვას და სიშიშვლის დაფარვას უნდა ემსახურებოდეს, ზედმეტი არაფერი. ამას კი უბრალო სამოსელიც შეძლებს. შემდეგ აქედან აღძრავს და ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე“ ().

2.

მან უბრალოდ მდიდრები კი არ თქვა, არამედ მოსურნენი. რადგან შესაძლებელია, ვინმეს ფულიც ჰქონდეს, კეთილად განაგებდეს მას, არაფრად აგდებდეს და ღარიბებს უნაწილებდეს. ამრიგად, ასეთებს კი არ ამხელს, არამედ მათ, ვისაც სიმდიდრე სწყურია. ხოლო ვისაც გამდიდრება სურს, ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად“ (); აქ ის მახეს ეშმაკის მახედაც წარმოაჩენს. კარგად თქვა - დაანთქნიან, რადგან ისე ჩაძირავენ, რომ ზემოთ ამოსვლასაც ვეღარ შეძლებენ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ამდიდრებელცა. დაადგერ მათ თანა და ისწავე ყოველთა მათ სენთა შენთაჲ ბუნებაჲცა და კურნებაჲცა. უკუეთუ საჴმართმოყუარებითა სნეულ ხარ და ანგაჰრებითა, ისმინე სიტყუაჲ მკურნალისაჲ მის, რასა გეტყჳს: „რომელთა ჰნებავსო სიმდიდრე, შთავარდებიან განსაცდელსა და გულისთქუმათა მავნებელთა, რომელნი დაანთქმენ კაცსა წარსაწყმედელად“; და კუალად იტყჳს: „უფალი ახლოს არს, ნურას იურვით“; და „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“.

გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუა...

სრულად ნახვა