მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 იოანე 1:5

4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ.
2 იოანე თავი 1
5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა (1,5-6).:

თარგმანი: შემდგომად მოკითხვისა სწავლად იწყებს სიტყჳთა, ყოვლად ერთჴმოვანითა სიტყუათა მათ თანა პირველისა მის ებისტოლისათა, რამეთუ ორნივე ესე ურთიერთას იცნობების, რამეთუ სიყუარულითა ურთიერთას მცნებასა ღმრთისასა აღვასრულებთ და მცნებისა საღმრთოჲსა აღსრულებითა მოყუარე ღმრთისა გამოვჩნდებით, რამეთუ მან გუამცნო დასაბამსა ჩუენისა მოწოდებისასა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის