მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:12

11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა, და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა. ხოლო უმეტესადღა თქუენდა მიმართ (1,12).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მადლსა ღმრთისასა მიაჩემა მიზეზი თჳსისა შეწყალებისაჲ, რაჲთა არა ამით უდებ ყვნეს მსმენელნი და მხოლოდ მინდობილ მადლისა მიერსა შეწყალებასა, ამისთჳს აწ მიზეზსაცა იტყჳს, რომლისა მიერ მოიზიდა მან წყალობაჲ ღმრთისაჲ უმანკოებითა და სიწრფოებითა გონებისა თჳსისაჲთა, რომლისა თანამოწამედ აქუს თუალუხუავი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, რომელი-იგი თანაგანმხილველად გამოითარგმანების, და თუალუხუაგად ამხილებს ყოველთა ნათელღებულთა, ხოლო უფროჲსღა წმიდათა, რომელთა არა ხოლო შეუმრღუეველად დაცვაჲ, არამედ დღითი-დღე უმეტესი განწმედაჲ მიჰმადლონ მას, ყოველსავე ზედა კრძალულებით პყრობითა ცხორებისა თჳსისაჲთა, რომელი-ესე ეწამებოდა მოციქულსა სიწრფოებით და უმანკოდ ცხორებისათჳს, რომლითა არა ხოლო ნუგეშინის-ცემისა, არამედ სიქადულისაცა მომატყუებელ მისსა იქმნებოდა. ესე იგი იყო, რაჲთა არა ზაკუვით და სივერაგით რასმე ჰყოფდა, არცა მოქცევითა სიტყუათაჲთა დაჰფარვიდა ტყუვილსა და იჩემებდა ჭეშმარიტებასა, ვითარ-იგი ჰყოფდეს ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი კორინთელთანი, აღზუავებულნი სიბრძნითა გარეშითა და მრავალმოქცევობითა სიტყუათაჲთა, რომელნი-ესე არა ხოლო უჴმარ შეერაცხნეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის