მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:13

12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.14. ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ რამეთუ არათუ სხუასა რასმე მივსწერ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს (1,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ-დიდნი რაჲმე თქუნა თავისა თჳსისათჳს, რაჲთა არა უცხო უჩნდეს მათ, ამისთჳს პირველ მიწერილისა ებისტოლისა სიტყუათა მოაჴსენებს, რამეთუ პირველსა ებისტოლესა შინა ფრიად ეთქუა მათდა სიმტკიცე და შეუცვალებლობაჲ ნებისა თჳსისაჲ, მათგან წარუგებელად ჴუმევასა შინა ქადაგებისასა, ამისთჳს ნუ გგონიან სიტყუანი ესე ჩემნი ცუდ და დაქურივებულ საქმეთაგან, არამედ სიტყუასა ამას თანამეუღლედ ჰქონან საქმენი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის