თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსავე წარმატებასა თჳსსა ღმრთისა სასოებისა მიმართ დასდებს, და მისდა მინდობილი აღსთქუამს, ვითარ-იგი უსაკუთრესად წარმოვთქუნეთ ზემოჲთგან სიტყუანი მისნი: რამეთუ არა სხუასა მივსწერთ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ. ვინაჲთგან კითხვა არს მოჴსენებაჲ დავიწყებულისაჲ, ხოლო აღმოკითხვა — ზედამიწევნით გამოწულილვაჲ ძალსა მისვე პირველ კეთილად დასწავებულისასა. ამისთჳს მოციქული არა ახალსა, არამედ მასვე პირველ მიწერილსა მათდა სიტყუასა უსასყიდლოდ ქადაგებისასა მისწერს, რომელი-ესე ანუ წარკითხვა იყოს მათდა და მოსაჴსენებელ პირველ წარკითხულისა დავიწყებულისა, ანუ აღმოკითხვა ოდენ, ესე იგი არს უმტკიცეს ცნობა მისვე მარადის მოჴსენებულისა და მათგან არაოდეს დავიწყებულისა, რომლისათჳს აწ კუალად ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანვე დაწყებითა, ვითარმედ: არა სხუასა მივსწერ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ, ხოლო ვესავ, ვითარმედ ვიდრე აღსასრულადმდე აღმოიკითხოთ, ვითარცა ზოგს-რე შემემეცნენით ჩუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: არა ახლის მეტყუელ ვარ, არამედ კუალადცა მიმიწერიეს...
13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.14. ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;
2 კორინთელთა მიმართ თავი 1