თარგმანი: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი ექადაგა მათდა, ძე ღმრთისაჲ იესუ ქრისტე, რომლისა ქადაგებასა თანა-იზიარებს სხუათა, და სიმდაბლითა გონებისაჲთა მოწაფეთა თჳსთა სილოვანეს და ტიმოთეს თანამოსაყდრე იყოფს საყდარსა მოძღურებისასა, ხოლო ქადაგებულსა მას მათ მიერ უფალსა არა ჰყოფს "ჰჱ" და "არა", ესე იგი არს, ვითარმცა ოდესმე ესრეთ იყო, და ოდესმე — ეგრეთ; ოდესმე არს და ოდესმე არა არს; არცა ოდესმე ესე რაჲმე, და ოდესმე იგი რაჲმე, არამედ მარადის ერთ არს და მარადის არს, და არა ერთისა ვისმე, არამედ მრავალთა პირებითა ქადაგებულ არს, რომელი-ესე უმეტეს სარწმუნო-მყოფელი არს ქადაგებისაჲ მის, ვითარმედ: "ჰჱ" იგი მას შინა იქმნა; ესე იგი არს, ვითარმედ: განკაცნა რაჲ სიტყუაჲ და ჴორციელ იქმნა, უცვალებელად ეგო ღმრთეებისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 1:19
18. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“.19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1