მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად (1,15).

თარგმანი: რომელი არს სასოებაჲ იგი, გარნა თუ რაჲთა სიქადულ მისსა იყვნენ იგინი დღესა მას უფლისა იესუ ქრისტესსა, და რამეთუ უყუარან იგინი, და რამეთუ არარაჲ სივერაგეთა და ზაკუვათაგანი შეუცნობიეს ყოვლად უმანკოჲსა მის გონებისა თჳსისადა.

მოციქულისაჲ: რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს (1,15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრჩობლი სიხარული. პირველად - ებისტოლისა მიერ პირველისა, რომელსა შინა აღეთქუა მისლვაჲ მათდა, და მეორედ — თჳთ მისლვითა მისითა.

მოციქულისაჲ: და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად (1,16).

თარგმანი: პირველსა მას ებისტოლესა შინა მაშინღა ეთქუა მისლვაჲ მათდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლოს, ხოლო აწ ეტყჳს პირველად მუნ მისლვასა, და ეგრეთღა მაკედონიად წარსლვასა.

რაჲ არს ესე? ნუუკუე თჳთვე წინა-აღუდგების თავსა თჳსსა? —ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ უცონო ვარ მოსლვად თქუენდა, რომელ, დაღაცათუ პირველ მაკედონიას მეთქუა წარსლვაჲ, არამედ მენება, რაჲთა უპირატეს მათსა თქუენდა მოვიდე, გარნა არა მიფლეს საქმეთა შემთხუევამან ქმნად რასმე ნებისაებრ ჩემისა.

მოციქულისაჲ: და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნაჲ ჰურიასტანად (1,16).

თარგმანი: ორგზის მისლვისა წადიერებითა უმეტესობასა აჩუენებს მათდა მიმართ წადიერებისასა. ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ პირველსა ებისტოლესა შინა ეტყჳს, ვითარმედ: "თქუენ მიერ წარვიგზავნო, ვიდრეცა წარვიდოდი" (). ხოლო აწ ადგილსა ეტყჳს წარსაგზავნელსა, რომელ არს ჰურიასტანი. ესე ამისთჳს, რამეთუ მაშინ ჯერეთ არღა უწყოდა, თუ სადა ბრძანებულ იქმნების წარსლვად სულისა მიერ. ხოლო აწ ბრძანებულ იყო, რომლითა ცხად არს, ვითარმედ არარას დაამტკიცებდა, ვიდრე არა უბრძანის მას სულმან წმიდამან.

მოციქულისაჲ: ამას უკუე რაჲ განვიზრახევდ, მცირედ რაჲმე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, (1,17).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე რაჲ მენება, ნუუკუე სისუბუქით ვიჴუმიეა? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ სისუბუქითა ცნობისაჲთა ვცვალე ნებებაჲ იგი და განზრახვაჲ, გარნა ამისთჳს, რამეთუ რასა-ესე განვიზრახავ, არა ჴორციელად განგიზრახავ.

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს ჩემ მიერი იგი ჰჱჲ ჰჱ, და არაჲ —არა? (1,17).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი ჴორციელად რასმე და კაცობრივ განიზრახვიდეს, მას ოდენ თჳს-ეყვის, რაჲთა რომლისათჳს სიტყჳთ თქუას "ჰჱ", საქმით ქმნას "ჰჱ", და რომლისათჳს თქუას "არაჲ", ქმნას "არა". ხოლო რომელი სულისა მიერ წმიდისა იყვანებოდის, არა აქუს ჴელმწიფებაჲ სლვად, სადა ენებოს, რამეთუ მეუფედ მოუგიეს ნუგეშინისმცემელი. და მისისა წამისყოფისა მორჩილებაჲ თანა-აც. ხოლო შენ იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, ვითარ რომელსა-იგი სხუანი მოიპოებდეს მისთჳს მიზეზად ბრალობისა, ვითარმედ აღუთქუა მათ მისლვაჲ და არა მივიდა, ამიერ იგი უმეტესსა ქებასა შეუთხზავს თავსა თჳსსა, ვითარმედ: არა თავით თჳსით ვალს, შედგომილი თჳსსა ნებასა, არამედ სულისა წმიდისადა დაუმორჩილებიეს ყოველივე ნებაჲ და საქმე თჳსი.

მოციქულისაჲ: ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო "ჰჱ" და "არა" (1,18).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: "არა მაქუს ფლობაჲ ქმნად რასმე თავით თჳსით, არამედ ესრეთ მოვაქცევ, რაჲცა რაჲ მეთქუას, და ესრეთ ვიქმ, ვითარცა ენებოს სულსა წმიდასა", რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "ნუუკუე სიტყუასა მასცა, რომელი ექადაგა მათდა, უჴმდეს შეცვალებაჲ, ვითარცა თჳნიერ სულისა თქუმულსა", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი ვთქუ, მისლვისათჳს ვთქუ და არა-მისლვისა, ხოლო სარწმუნოებისათჳს და ქადაგებისა ღმერთსა ვხადი სარწმუნო მყოფელად, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, მტკიცე არს და უცვალებელ. და არა არს მას შინა რომლისამე "ჰეობაჲ" და რომლისამე "არაობაჲ", არამედ ყოველივე ჰე არს და მტკიცე მიუკუნისამდე. ხოლო უკჳრდეს თუ ვისმე მოციქულისაჲ, ანუ იტყოდის მისთჳს, ვითარმედ: "ნუუკუე არა სულითა წმიდითა აღეთქუა მისლვაჲ იგი მათდა?" — ესე ნუ იყოფინ, უკუეთუმცა რაჲმე მან თქუა თჳნიერ სულისა წმიდისა, არამედ, რაჲ-იგი მაშინ უბრძანა სულმან თქუმად და აღთქუმად რაჲსათჳსცა უმჯობესისა განგებულებისა, იგი თქუა და აღუთქუა, ხოლო არღარა წინაჲსწარმცნობელ იყო პავლე, უკუეთუ უბრძანებს-ღა აღთქუმისა მის ყოფად ანუ არა. რამეთუ არა მარადის ცნობაჲ, არცა ყოვლისავე წინამხედველობისა დაკლებაჲ მისგან, ამისთჳს დაკლებულ იყო მისგან, რაჲთა არა შერაცხილ იყოს ყოვლად ზეშთა-ქმნილად ჴორცთა ბუნებისაგან, არამედ მტკიცე იყოს მისი, ვითარმედ ჴორცთა ბუნებასა შინა მყოფმან უჴორცოთა ცხორებაჲ წარვლო ქუეყანასა ზედა. და კუალად, რაჲთა არა უჯეროდ ვინმე იჴუმიოს პატივის-ცემაჲ მისი, ვითარ-იგი ლუკაონელთა ეგულებოდა ზორვაჲ და ღმრთად აღსაარებაჲ მისი, ამისთჳს განცხადებულად მოაქუნდეს თავსა შორის თჳსსა სასწაულნი კაცობრივისა უძლურებისანი.

მოციქულისაჲ: რამეთუ ძე ღმრთისაჲ იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა, ჩემ მიერ და ტიმოთეს მიერ და სილოვანეს, არა იყო "ჰჱ" და "არა", არამედ "ჰჱ" იგი მას შინა იქმნა (1,19).

თარგმანი: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი ექადაგა მათდა, ძე ღმრთისაჲ იესუ ქრისტე, რომლისა ქადაგებასა თანა-იზიარებს სხუათა, და სიმდაბლითა გონებისაჲთა მოწაფეთა თჳსთა სილოვანეს და ტიმოთეს თანამოსაყდრე იყოფს საყდარსა მოძღურებისასა, ხოლო ქადაგებულსა მას მათ მიერ უფალსა არა ჰყოფს "ჰჱ" და "არა", ესე იგი არს, ვითარმცა ოდესმე ესრეთ იყო, და ოდესმე — ეგრეთ; ოდესმე არს და ოდესმე არა არს; არცა ოდესმე ესე რაჲმე, და ოდესმე იგი რაჲმე, არამედ მარადის ერთ არს და მარადის არს, და არა ერთისა ვისმე, არამედ მრავალთა პირებითა ქადაგებულ არს, რომელი-ესე უმეტეს სარწმუნო-მყოფელი არს ქადაგებისაჲ მის, ვითარმედ: "ჰჱ" იგი მას შინა იქმნა; ესე იგი არს, ვითარმედ: განკაცნა რაჲ სიტყუაჲ და ჴორციელ იქმნა, უცვალებელად ეგო ღმრთეებისაგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან (1,20).

თარგმანი: ესე არს სიმრავლე იგი აღთქუმათა მათ და უფროჲსღა ქადაგებათაჲ, — აღდგომაჲ მკუდართაჲ, კუალად უხრწნელებაჲ და უკუდავებაჲ გუამთაჲ, მადლი შვილებისაჲ, სასოებაჲ ყოფადთა საუკუნეთაჲ.

მოციქულისაჲ: მას შინა არს "ჰჱ" იგი და მას შინა "ამინი" ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ (1,20).

თარგმანი: მას შინა მყოფობაჲ "ჰჱ იგი"-საჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: თჳთ აღმთქუმელი იგივე არს აღმასრულებელი აღთქუმათაჲ მათ, და სიტყუაჲ მისი მარადის "იყავნითა" დამტკიცებულ არს, და არა მსგავს არს კაცობრივთა აღთქუმათა, რომელთა არა მათ შორის აქუს "ჰჱ", ვინაჲთგან არა ჩუენ ვართ უფალ საქმეთა ქმნისა, არამედ აღთქუმაჲ და ნებებაჲ ჩუენი არს, ხოლო აღსრულებაჲ და არა-აღსრულებაჲ — ღმრთისაჲ. ამისთჳს აწ მოციქულსა შეეშინა, ნუუკუე ვერ სიმტკიცესა თანა ქადებულისა მისგან მათდა მისლვისასა, ცვალებადად შეჰრაცხონ მის მიერ მათდა ქადაგებულიცა იგი სიტყუაჲ სახარებისაჲ. ვინაჲცა მისსა სიმტკიცესა და უცვალებელობასა დაუმტკიცებს სახითა ამით, ვითარმედ: ვინაჲთგან ღმრთისა მიერნი არიან აღთქუმანი საუკუნეთა კეთილთანი, ამისთჳს თჳთ თავსა შორის თჳსსა აქუს მათ წინაჲსწარმცნობელობაჲცა და საქმით მოქმედობაჲცა, ყოვლისავე შემძლებელობისაგან ღმრთისა, ხოლო ჩემი ესე აღთქუმაჲ მისლვისაჲ — კაცისაჲ იყო, არა წინაჲსწარმცნობელისაჲ ყოფადსა მიზეზსა ვერ-ქმნისასა საქმით, რომელ-იგი აღმეთქუა სიტყჳთ. გარნა ღმერთი ყოველსავე მას აღსთქუამს, რომელსა ჰყოფს; ხოლო ჰყოფს ჩუენ მიერ სადიდებელად მისსა. ესე იგი არს, ვითარმედ კაცთა მიერვე განაცხადებს კაცთა ზედა ქმნილსა ქველისმოქმედებისა თჳსისა ძალსა, რომელი-ესე უმეტეს მიზეზ არს დიდებისა მისისა, რამეთუ უძლურთა მიერ აჩუენებს უძლურთა ზედა, ყოვლისავე შემძლებელობასა თჳსსა.

მოციქულისაჲ: რომელმან განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ (1,21).

თარგმანი: ვინაჲთგან მაღალი სიტყუაჲ თქუა, ვითარმედ: "ჩუენ მიერ სრულ იქმნებიან აღთქუმანი", აწ კუალად ღმრთისავე აღიყვანებს ამასცა, ვითარმედ: დაღაცათუ ჩუენ გჳჴუმევს მსახურად საიდუმლოჲსა, არამედ თჳთ თავადი იგი არს აღმასრულებელ ყოვლისა, არა ხოლო აღთქუმათა თჳსთა უქცეველობისა, არამედ სიმტკიცისაცა ამის, რომელ მოგუცა ყოველთა, რაჲთა არა შევირყეოდით სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა.

მოციქულისაჲ და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან (1,21).

თარგმანი: ვითარ-იგი ძუელსა შინა იცხებოდეს მღდელნი და წინაჲსწარმეტყუელნი და მეფენი, ეგრეთვე ჩუენცა ვიცხებით სულისა მიერ, რაჲთა მეფე ვიყვნეთ ფლობითა ვნებათაჲთა, ხოლო მღდელ —მსხუერპლად შემწირველობითა თავთა თჳსთაჲთა და მსხუერპლად ცხოველად წარდგინებითა ასოთა ჩუენთაჲთა, ხოლო წინაჲსწარმეტყუელ - რამეთუ ვქადაგებთ მიმთხუევასა მათ კეთილთასა, რომელნი-იგი თუალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა, და ყოფადი იგი, ვითარცა აწვე აღსრულებული, ეგრეთ მიგჳთუალავს.

მოციქულისაჲ: და აღგუბეჭდნა ჩუენ და მოგუცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა (1,22).

თარგმანი: აღმბეჭდველ ჩუენდა არს ღმერთი მამაჲ, ხოლო საბეჭდავ — სული წმიდაჲ, რომლითა აღგუბეჭდავს ძისა მიერ თჳსისა. ხოლო წინდი რაჲ თქუა, ყოფადთა საუკუნეთაჲ იგი დაუსრულებელი ცხორებაჲ დაგჳმტკიცა, რამეთუ ყოველი წინდი უეჭუელად მისაცემელისა რაჲსმე ქადებასა დაამტკიცებს, რომლისათჳსცა მოციქული ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მან მტერ-ქმნულნი ესოდენ შემიყუარნა, რომელ საცხებელი იგი და ბეჭედი სულისაჲ აქავე მოსცა გულთა შინა ჩუენთა, სიმტკიცისათჳს გულსავსებისა, ვითარმედ უეჭუელად არა ცუდად წარსწყმედს იგი წინდსა მას თჳსსა, ვითარ არა უფროჲს მეგობარ მისსა ქმნულნი უეჭუელად ღირს ყვნეს კეთილთა მათ საუკუნეთა.

მოციქულისაჲ: ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ (1,23).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ეტყოდა, ვითარმედ არა მაქუს ჴელმწიფებაჲ თავით თჳსით წარსლვად სადამე, უკუეთუ არა წარვიგლინო სულისა მიერ, ნუუკუე აწ თჳთვე წინა-აღუდგებისა თავსა თჳსსა, ვითარმედ რიდობისათჳს არა მივიდა? — ნუ იყოფინ, არამედ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას მიზეზსა თანა, რამეთუ დაყენებულ ვიქმენ სულისა მიერ, ესეცა მეორე დამერთო მიზეზი რიდობისა თქუენისაჲ, რამეთუ თჳთ ნუუკუე და მებრვე ამისთჳს არა უბრძანებდა სული მისლვად მათდა, ვინაჲთგან იყვნეს ვინმე მათ შორის შეცოდებულნი და არღა შენანებულნი, და ჯერ-იყო მათი წინა-განმართვაჲ ებისტოლებითა ამით, რაჲთა არა პირისპირ მისლვაჲ იგი მოციქულისაჲ საგუემელ და განმშჯელ ექმნეს მათ, რამეთუ ესეცა ძალი და ჴელმწიფებაჲ აქუნდა მოციქულსა ტანჯვად და გუემად მათდა, რომელნი არა განემართნენ მხილებითა, ვითარ-იგი უყო ელჳმას მოგუსა!

მოციქულისაჲ: არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანაშემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი (1,24).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რიდობაჲ რაჲ ვთქუ, ნუ შეგაწუხებს იჭჳ ამისი, ვითარმედ მძლავრებით რასმე ვმთავრობ თქუენ ზედა, რამეთუ სარწმუნოებაჲ ესე ქადაგებისა ჩუენისაჲ რწმუნებითი არს და არა იძულებითი, არამედ ვინაჲთ ჩემი სიხარული თანამოქმედი არს და შემწე თქუენისა სიხარულისაჲ, ამისთჳს არა მოვედ, რაჲთა არა შეწუხებაჲცა ჩემი მათ ზედა, რომელთა ცოდეს და ჯერეთ არა შეუნანებიეს, მიზეზ გექმნეს თქუენ ყოველთა შეწუხებისა.

მოციქულისაჲ: და რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ (1,24).

თარგმანი: ამით სიტყჳთა ცხად-ჰყოფს ვითარმედ არა სარწმუნოებასა, არამედ საქმეთა შინა სცთებოდეს, ვითარ-იგი შემდგომად ქუემო-რე განუცხდებს დასასრულსა ებისტოლისასა.

მოციქულისაჲ: და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა (2,1).

თარგმანი: "კუალადობითა" ამით ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: არა ხოლო აწ, არამედ კუალად სხუასაცა ჟამსა შეწუხებულ იყო მათ მიერ, რომლისათჳს აწ ესრეთ საჯა, რაჲთა დააყენოს თავი თჳსი პირისპირ მისლვად და შეწუხებად მათდა, რომელთა-ესე ოდენ კმა-ეყოფოდა ნივთად მწუხარებისა, უკუეთუმცა მხილგა იგი განმწარებულად, მოუქცეველად დაშთომილთა მათთჳს ცოდვასა შინა.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხებ თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ (2,2).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რომელი-ესე სხუასა უმეტეს შეაწუხებს, რაჟამს მის ძლით შეწუხნებოდის ვინმე, მე ამის ძლით უფროჲს მხიარულ ვარ, რამეთუ არა ურგებ და შეურაცხ არს თქუენდა შეწუხებაჲ ესე ჩემ მიერი, არამედ საშინელ და მომაქცეველ ბოროტისაგან.

მოციქულისაჲ: და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა რაჟამს მოვიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული (2,3).

თარგმანი: ოდეს მიწერა ანუ რაჲ? — ცხად არს, ვითარმედ დასასრულსა ამის ებისტოლისასა, სადა-იგი დასწერს და ეტყჳს, ვითარმედ: მივწერე ესე, რაჲთა არა რაჟამს მოვიდე თქუენდა, კუალად დამამდაბლოს მე ღმერთმან, და ვეგლოვდე პირველ შეცოდებულთა და არღა შენანებულთა. ესე არს წინა-მიწერაჲ მისი, რაჲთა პირველვე განაქარვოს მათგან ყოველი მიზეზი შემაწუხებელი; არა ხოლო თჳსი, არამედ მათიცა, რომელნი-იგი უმეტეს შეწუხნებოდეს შეწუხებისათჳს მისისა, რამეთუ, ვითარ-იგი წარმართებაჲ მათი მომატყუებელ სიხარულისა, ეგრეთვე წარუმართებელობაჲ მათი ნივთ უმეტესისა მწუხარებისა ექმნებოდა მოციქულსა.

მოციქულისაჲ: გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს (2,3).

თარგმანი: სიხარულ მოციქულისა იყო მოქცევაჲ შეცთომილთაჲ და განმართებაჲ მოწაფეთა მისთა შორის მყოფისა ცთომილებისაჲ, რომელი-ესე თჳთ მათ მოწაფეთაცა სარგებელ და სახარულ ექმნებოდა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა (2,4).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყუანიცა ესე მხილებისა და კურნებისა თქუენისანი არა უტკივარად, არცა ულმობელად აღმოვლენ ჩემგან, არამედ ლმობითა გულისაჲთა და დათხევითა ცრემლთაჲთა, რამეთუ მელმის, ვითარ წყლულებათა უკურნებელობისათჳს მიჴმს მახჳლი სიტყუათა მკუეთელობისაჲ კუმევად თქუენ ზედა.

მოციქულისაჲ: არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ (2,4).

თარგმანი: არა რაჲთამცა შეაწუხნა ოდენ, ამისთჳს ამხილებდა (რომელი-ესე სხუასა ვისმე უგუნურსა თჳს-ეყვის), არამედ რაჲთა შეწუხებითა მით განჰმართოს ცთომილებაჲ მათი და უჩუენოს, ვითარმედ უფროჲს ყოველთა მოწაფეთა თჳსთა ჰყუარობდა კორინთელთა, არა თუალ-ხუმით რაჲმე, არამედ რამეთუ უმრავლესცა იყვნეს სხუათასა და უმდიდრესცა გამოცდილებითა.

მოციქულისაჲ ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე (2,5).

თარგმანი: ამას სიძვასა შთავრდომილისა მისთჳს იტყჳს, რომლისათჳს პირველსა ებისტოლესა შინა მიწერითა ყოველნივე იგი ზოგად განყენებულ იყვნეს მისგან, და განეგდო იგი მათგან.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა დაგიმძიმო თქუენ ყოველთა, კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ (2,5-6).

თარგმანი: ვითარ-იგი მწუხარებასა, ეგრეთვე სიხარულსა თჳსსა იზიარებს მათ, და ზოგად აღასუბუქებს სიმძიმესა, ვითარმედ: განაგდეთ ყოველთა ტჳრთი მწუხარებისაჲ, რომელი-იგი თქუენდაცა სამძიმარ არს, და უფროჲსღა მისსა, შერისხვაჲ და განგდებულებაჲ თჳსი, ესოდენისა მისგან სიმრავლისა. ხოლო კეთილად არასადა მოიჴსენებს სახელსა მისსა, რაჲთა არა სახელის-დებით განქიქებითა კუალად უმეტეს აღადგინოს მის ზედა რისხვაჲ იგი ერისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად (2,7).

თარგმანი: ესე არს წინააღმდგომი, რაჲთა არა ხოლო დასცხრენ შერისხვისაგან მისისა, არამედ რაჲთა პირველსავე წესსა კუალად-აგონ იგი და ნუგეშინის-სცენ მას, ვითარ-ესე უბრძანებს სიტყჳთა ამით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: ვინაჲცა წინაუკუმო უფროჲსღა თქუენ მიჰმადლეთ და ნუგეშინის-ეცით. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინდელსა მას შერისხვისა და განგდებისა ბრძანებასა წინაუკუმო გეტყჳ ცვალებად. ხოლო რაჲთა არა შეცოდებულმან მან ჰგონოს, ვითარმედ ჟამნი იგი შერისხვისანი კმა არიან სინანულად და მის ძლით უდებ იქმნეს სინანულად, ამისთჳს დაჰრთო, ვითარმედ: "მიჰმადლეთ". ესე იგი არს, ვითარმედ დაღაცათუ არა კმა-საყოფელ არიან ჟამნი ჯერისაებრ სინანულისა მისისანი, არამედ თქუენ მიჰმადლეთ-ვე მას ნაკლულევანებისა მის მიტევებაჲ ნუგეშინის-საცემელად მისსა.

მოციქულისაჲ: ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი (2,7).

თარგმანი: ამიერ ვისწავებთ რაჲთა არა ყოვლადვე სიმძიმისაებრ ცოდვათაჲსა, არამედ ოდესმე გონებისაებრ და ძალისა მონანულთაჲსა განუჩინებდეთ ჟამთა სინანულისათა, რომლისა სახე აწ მოციქულმან მოგუცა, რაჟამს შეიშინა უძლურებისათჳს შეცოდებულისა მის, ნუსადა დაინთქას მიმყოვრებასა შინა მწუხარებისასა, ვითარცა ღელვა-გუემული ზღუასა შინა. ხოლო დანთქუმაჲ იგი ორსახე იყო, — ანუ იუდაჲსებრ შიშთვილითა, ანუ სასოწარკუეთილებისა მიერ უძჳრესთა ცოდვათა შინა შთავრდომითა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს გლოცავ თქუენ (2,8).

თარგმანი: არღარა ვითარცა მოძღუარი გიბრძანებ მოწაფეთა, არამედ ვითარცა ჩემ თანავე მსაჯულთა გევედრები მიტევებად ბრალისა.

მოციქულისაჲ: განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული (2,8).

თარგმანი: არღარა უძლურად ანუ ნაკლულევანად, არამედ მტკიცედ და სრულებით ამცნებს შეყუარებად მისსა, და ამის მიერ უმეტესსა წამებს; სათნოებასა კორინთელთასა, ვითარ რომელი-იგი პირველად ესოდენ უყუარდა, რომელ შეცოდებასა მასცა ზედა იქადდეს-ვე სილაღით, რომლისათჳს პირველსა ებისტოლესა შინა მიუწერს, ვითარმედ: "თქუენ განლაღებულ ხართ" (), ესევითარი იგი ბრძანებითა მოციქულისაჲთა ესოდენ მოეძაგა, რომელ მოციქულისავე ვედრებაჲ საჴმარ იქმნა კუალად შეყუარებისათჳს მისისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მი-ვე-ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა (2,9).

თარგმანი: ესე იყო მორჩილებისა მათისა გამოსაცხადებელი, რაჲთა, ვითარ-იგი პირველ მოიკუეთეს და განაგდეს ბრძანებითა მოციქულისაჲთა, ეგრეთვე აწ ბრძანებითა მისითა კუალად შეიწყნარონ და შეიტკბონ შეცოდებული იგი.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ-იგი მომმადლოთ თქუენ, და მეცა; რამეთუ მეცა, რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).

თარგმანი: იხილე, ვითარ იგინი პირველად დააწესნა სიტყუასა ამას შინა, და ეგრეთღა შემდგომად თავი თჳსი, და ამით სახითა პატივსა უყოფს; ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ მხოლოდ იგინი ოდენ არიან უფალ მიტევებისა და არა-მიტევებისა, ამისთჳს თავსაცა თჳსსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: მადლი ესე, რომელსა ვითხოვ თქუენგან, ზოგად მისამადლებელი არს ჩემგან და თქუენგან; რამეთუ მეცა ამისთჳსვე მიმიმადლებიეს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ დაჴსნაჲ იგი მწუხარებისა მისისაჲ მხიარულება თქუენდა არს. და კუალად, ყოველივე ესე არა კაცობრივ, არცა საჩუენებელად კაცთა იქმნების, არამედ საღმრთოდ და წინაშე პირსა ქრისტესსა, რომლისათჳს უმეტესი კრძალვაჲ უჴმს საქმეთა ჩუენთა, რომელნი განცხადებად არიან მის წინაშე, და გჳჴმს, რაჲთა ყოველივე სადიდებელად მისსა იქმნებოდის. ვინაჲცა, უმეტეს ყოვლისა საქმისასა, კაცთმოყუარებაჲ უფროჲს სადიდებელ არს მისსა, რაჟამს კაცთმოყუარე ვიყვნეთ მოწაფენი მის კაცთმოყუარისანი. რამეთუ უკუეთუ ყოვლისაჲვე სადიდებელად ღმრთისა ჯერ-არს ქმნაჲ, ვითარ არა შეუნდოთ შეცოდებულთა და კაცთმოყუარე ვექმნნეთ ძმათა, სადიდებელად სახელისა მისისა, რომელმან ესევითარი შჯულის-დებაჲ მომცა ჩუენ.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან (2,11).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უკუეთუ იგი უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას და წარიტყუენოს ეშმაკისაგან, არა მისი ოდენ არს ვნებაჲ იგი, არამედ არა თჳსსა მას ზოგადისა ჩუენ ყოველთა გუამისაგან გამოჰკუეთს ეშმაკი და თჳსად მიიხუეჭს, და ესრეთ, ზღვევაჲ შეგუემთხუევის.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ (2,11).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ არა მოგონებათა მისთა უმეცარ ვართ. ესე იგი არს, ვითარმედ მრავალსახე არიან სივერაგენი მისნი. რამეთუ არა ხოლო სიძვასა შთაგდებითა გჳბრკუმობს, არამედ მრავალგზის ცოდვასა მას ზედა მწუხარებისა უზომოებითაცა სასოწარ კუეთილ გუყოფს. ხოლო ოდეს ორკერძოვე წარგჳპარვიდეს, — ცოდვასაცა შინა და სინანულსაცა, —ვითარ არა მიმხუეჭელ და ანგაჰრ ჩუენდა არს.