მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:24

23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანაშემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი (1,24).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რიდობაჲ რაჲ ვთქუ, ნუ შეგაწუხებს იჭჳ ამისი, ვითარმედ მძლავრებით რასმე ვმთავრობ თქუენ ზედა, რამეთუ სარწმუნოებაჲ ესე ქადაგებისა ჩუენისაჲ რწმუნებითი არს და არა იძულებითი, არამედ ვინაჲთ ჩემი სიხარული თანამოქმედი არს და შემწე თქუენისა სიხარულისაჲ, ამისთჳს არა მოვედ, რაჲთა არა შეწუხებაჲცა ჩემი მათ ზედა, რომელთა ცოდეს და ჯერეთ არა შეუნანებიეს, მიზეზ გექმნეს თქუენ ყოველთა შეწუხებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის