თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ნუუკუე დაჰვიწყებიან ღმერთსა მოციქულნი, ამისთჳს მიუშუებს მათ ზედა ზედაჲსზედაობასა ჭირთასა; იხილე, თუ ვითარ აღამაღლებს საქმესა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ჭირნი ესე, რომელ გუევნებიან, არა ჩუენნი არიან, არამედ უფროჲსღა ქრისტესნი, რომლისათჳს და რომლისა თანა ჩუენ გუევნების. და ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ", რამეთუ არა იგი ოდენ გუევნების, რაჲ-იგი ევნო ქრისტესა, არამედ ფრიად უმრავლესი. ვინაჲცა ამასვე პირსა სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ამით ჩემითა" (), რამეთუ თჳთ მებრვე ესე კმა არს ნაცვალად სხჳსა ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რაჟამს უწყოდინ, ვითარმედ მისვე თავადისა ქრისტესნი არიან ვნებანი ესე, რომელნი ამათ შეემთხუევიან, ხოლო ესე კუალად უმეტესი საზომი არს ქველისმოქმედებისაჲ, რაჟამს აღმატებასა თანა ჭირთასა აღმატებაჲ იქმნებოდის ნუგეშინის-ცემათაჲცა, და არა შესწორებული ოდენ ჭირთაჲ, არამედ ფრიად უმეტესიცა ნუგეშინის-ცემაჲ იხილვებოდის.
2 კორინთელთა მიმართ 1:5
4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1