თარგმანი: პირველად ნუგეშინის-ცემად ჭირთა შინა მოთმინებისა იტყჳს ზიარებასა ქრისტეს ვნებათასა და მის მიერ განმრავლებასა ნუგეშინის-ცემათასა, ხოლო აწ მეორედ სარგებელსა მოწაფეთასა, რამეთუ უკუეთუმცა უჭირველად ყოფისათჳს და რიდობისა ბრძოლათა და დევნულებათაჲსა დაედუმა მოციქულთა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ესე საქმე წარწყმედა იყო მოწაფეთა, უსმენელად დაშთომისა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა, ხოლო ვინაჲთგან იგინი არა შეშინდეს ჭირთა და დევნულებათაგან, არამედ კადნიერებით მოუწოდეს მათ ჭეშმარიტისა მიმართ სარწმუნოებისა, რომლითა იქმნა ნუგეშინის-ცემაჲ და ცხორებაჲ მათი მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი არა შეიქმს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებს მათ შორის ძალთა და სასწაულთა, ხოლო ფრიადსა სათნოებასა წამებს კორინთელთასა, ვითარმედ, ვითარ-იგი თჳთ მათ ქადაგთა მათთა ქადაგებისათჳს, ეგრეთვე მოწაფეთაცა მათთა სწორივე ჭირი შეემთხუევის რწმუნებისათჳს ქადაგებისა მათისა.
2 კორინთელთა მიმართ 1:6
5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1