თარგმანი: თავად ჯერ-არს დაწყებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე განიზრახენ ესევითარმან მან; რამეთუ ამას მისვე ზემოჲსა ძჳრისმზრახვალისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-ყავნ. მან, რამეთუ არა არს ჩუენ თანა სხჳთი-სხუად მიმომქცევობაჲ, რომელი გულარძნილსა კაცსა თჳს-ეყვის: სხჳსა თქუმაჲ და სხჳსა ქმნაჲ. ხოლო მე, რაჲ-იგი შორით ვარ სიტყჳთ, მასვე წესსა ზედა სიწრფოებით ვეპოები მახლობელი საქმით.
2 კორინთელთა მიმართ 10:11
10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო.11. ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით.12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10