თარგმანი: იხილე, ვითარ მყუდროებით ჰბასრობს უგულისჴმოებასა ცრუმოციქულთასა, რამეთუ ესე სრულიად განგდებულ არს წერილთა მიერ და ზუაობისა გზად დადებულ, ვითარ-იგი ფარისეველი მეზუერესა თანა-შეატყუებდა თავსა თჳსსა, რაჲთამცა კაცმან ესრეთ ვისითაცა თანა-შეტყუებითა, მართლისა გინა ცოდვილისაჲთა, განკითხვისა სიბოროტე მოატყუა თავსა თჳსსა, და თჳსითა ბჭობითა აღმატებულ ვისსამე ჰგონებდა მას, და არა ხოლო თჳთ მაქებელობითა თავისაჲთა ცოდვიდა, არამედ სხჳსაცა თანაგანზომითა და უმაღლეს მისსა აღყვანებითა მთხრებლსა ამპარტავანებისასა შთაითხეოდა. რამეთუ ვინ კმა-იყოს თუალ-უხუავად განქიქებად ბრალთა და ნაკლულევანებათა თჳსთა, ესევითარსა მას შინა თანა-შეტყუებასა, რაჟამს ჴორცთმოყუარებაჲ და თავმოთნებაჲ თჳსი ყვის საბურველ ცოდვათა და განმაცხადებელ სათნოებათა თჳსთა, ხოლო სიძულილი და შური — საფარველ სათნოებათა მოყუსისა და განმაცხადებელ ბრალთა მისთა.
2 კორინთელთა მიმართ 10:12
11. ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით.12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან.13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10