მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:13

12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან.13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის.14. ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელ-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე (10,13).:

თარგმანი: ესე იყო უსაზომოჲ, რომელ, რასა-იგი ტყუოდეს, მით იქადდეს ცრუმოციქულნი იგი, და რომლისაგან უღონო იყვნეს, მას სწამებდეს თავთა თჳსთა, ვითარცა მომაქცეველნი სოფლისანი და კიდეთა სოფლისათა მიწევნულნი მორბედობითა. ესე იყვნეს სახელნი ცალიერნი საქმეთაგან, უზეშთაესნი საზომსა და ძალსა მათსა. გარნა მოციქული არა ეგრეთ, არამედ მით საზომითა და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კანონითა მოქადულ იყო, რომლითა-იგი სახედ ვენაჴისა განუწილა და განუყო ქრისტემან სოფელი ესე სამწყსოდ ქადაგთა თჳსთა, რომლისა მიერ ხუედრებითა მიწთომილ იყო ვიდრე კორინთელთამდეცა, და ვითარცა ღმრთივმოცემულთა წილთა ზედა, ეგრეთ მოქადულ იყო მათ ზედა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის