თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იგინი უკუე სხჳსა ნამუშაკევსა ზედა იქადოდედ, ვითარცა შუენის ცრუმოციქულთა, და არათჳსსა თავთა თჳსთა აჩემებედ. ხოლო მე იერემიაჲსგან განსწავლულ ვარ, რაჲთა, რასა-იგი ვიქადოდი, უფლისა მიერ ვიქადოდი, ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო უცხოჲსასა არა ვიჩემებდე, არამედ ჩემსაცა მას ნამუშაკევსა ღმერთსავე მივაჩემებდე, რამეთუ მის მიერ მოვიწიე მე საზომსა ამას, რომლითა შემძლებელ ვიქმენ შორიელთაცა მიმართ განფენად სახარებისა.
2 კორინთელთა მიმართ 10:17
16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით.17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10