თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იგინი ზრახვენ ჩუენთჳს პირისპირ სიმდაბლესა, ხოლო მე გლოცავ, რაჲთა არა მიჴმდეს პირისპირ კადრებაჲ, რომელ არს ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა წინააღმდგომთა მათ ჩემთა ზედა, რომელი ჯერეთ არა ხოლო არა მიჴუმევიეს, არამედ არცაღა გულსა დამიდებიეს. ამისთჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო რწმუნებით, ანუ მოვიგონო. ესე იგი არს, ვითარმედ: გლოცავ, რაჲთა დააყენნეთს ეგენი ურცხჳნოებით ძიებისაგან ძალისა ჩემისა პირისპირ, რაჲთა არა მო-რაჲ-ვიდე საქმით დავარწმუნო, თუ რაჲ ძალ-მიც, ანუ გულსა ოდენ დავიდვა ქმნად, რამეთუ, მენებოს თუ, ძალ-მიც. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ საჭირო არს ჴუმევაჲ ძალისაჲ'. ხოლო მას ჯერეთ სცონის და დროებს, და კადრებად უწოდს საქმესა ამას, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს რჩეულისა მოძღურისაჲ, რაჲთა დრო-ცემითა ტანჯვისაჲთა ადგილ-სცემდეს მოწაფეთა შენანებად ბრალისა. ხოლო ამას შესმენასა წინააღმდგომნი იგი იტყოდეს მოციქულისათჳს, ვითარმედ: ჴორციელად და თუალ-ხუშით ვალს, და კაცთმოთნებით იქმს ყოველსა.
2 კორინთელთა მიმართ 10:3
2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ.3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით.4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10