თარგმანი: რომელნი საცნაურთა და უხილავთა მბრძოლთა წყობად წარივლინებოდინ, მათდა ჴორციელნი საჭურველნი უძლურ არიან, ხოლო ჴორციელად საჭურველად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმდიდრესა, ძალსა, ძლიერებასა, დიდებულებასა და ენამჭევრობასა. გარნა ჩუენ არა ამით ვსძლევთო, მოციქული იტყჳს, არამედ წინააღმდგომითა ამათითა — სიგლახაკითა, უძლურებითა, უპატიოებითა და უსწავლელობითა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ მიიღებენ ძალსა. ამისთჳსცა ძლიერ ღმრთისა ეწოდების, რამეთუ ამათ მიერ მძლე ექმნა სოფელსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ არა თავით თჳსით იტყჳს ძლიერებასა, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იგი მისცემს ყოველსავე უძლურსა ძალსა და ძლიერებასა.
2 კორინთელთა მიმართ 10:4
3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით.4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოველგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10