მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:5

4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოველგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოველგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესსა (10,5).:

თარგმანი: ესე არს კაცობრივთა გულისსიტყუათა გოდლისსახე ამაღლებაჲ მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, რაჟამს კაცობრივისა ამის სოფლიოჲსა სწავლულებისა მიერ წინა-განეწყობვოდის ვინმე სარწმუნოებასა ქრისტესსა. ესევითარსა ქადაგნი მისნი ვიდრე იატაკამდე განანქრევენ მობერვითა სულისა მიერთა სიტყუათაჲთა, რაჲთა ვერღარა ოდეს წინა-აღუდგეს მეცნიერებასა ღმრთისასა, და თჳთ მათვე წარტყუენულთა ეშმაკისაგან წარმოსტყუენვენ, არღარა იძულებით პყრობად უღელსა ქუეშე მონებისასა, არამედ ნეფსით და თავისუფლებით შემტკბობელ ჰყოფენ მორჩილებად ბრძანებათა ქრისტესთა. ესრეთ მოციქულმან მიმყოვრებულად დადგრომითა სახისმეტყუელებასა ამას ზედა გამოაჩინა უძლურებაჲ კაცობრივთა საქმეთაჲ, ვითარ წინა-დაუდგრომელ არიან წინაშე პირსა საღმრთოთა ბრძანებათასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის