თარგმანი: კითხვის სახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყჳსაჲ ამის, რომელი ესრეთ უსაკუთრეს არს: პირთა სამე ხედავთა? ესე იგი არს, ვითარმედ: სიმდიდრისათჳს და დიდებისა და ძლიერებისა თუალახუამთ. გენადისი: არა ხოლო კითხვისაჲ, არამედ შერისხვისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ამხილებს, ვითარ სახისაგან ოდენ გარეშისა და არა საქმისაგანცა შინაგანთა სათნოებათაჲსა პატივ-სცემდეს იგინი ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა.
2 კორინთელთა მიმართ 10:7
6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი?
2 კორინთელთა მიმართ თავი 10