თარგმანი: უმეტესად ჴელმწიფებად იტყჳს სწორებით ორისავე ქონებასა — სასწულთა კურნებისა და კეთილის ყოფისათა. და ძალსაცა მტანჯველობისასა ორივე ესე აქუნდა ჭეშმარიტებით, მორჩილთათჳს — კეთილის ყოფაჲ, ხოლო ურჩთათჳს — მტანჯველობაჲ, და ორივე ესე ზოგად აღსაშენებელ იყო მოწაფეთა მისთა და არცა ერთი რაჲ დამარღუეველ, რამეთუ წინა-ძღოდა მადლი კეთილისყოფისაჲ, რომლისა საკჳრველებითა მრავალნი მოიქცეოდეს, ხოლო ამას შეუდგა უკურნებელად დაშთომილთაჲ იგი ტანჯვაჲ, რომლისა მიერ მრავალგზის თჳთ ტანჯულნიცა იგი მოიქციან ღმრთისა, ხოლო მარადის ზოგად ყოველნი მხედველნი მათნი მოშიშ იქმნიან ურჩებად შჯულთა საღმრთოჲსა ქადაგებისათა.
2 კორინთელთა მიმართ 10:8
7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი?9. მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10