თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვთქუ სიმდაბლით თუ "არა მრცხუენეს", რაჲთა არა უმეტეს კადნიერად მიწერილი ჩემგან საჩუენებელად შეგერაცხოს, ვითარმცა გაშინებდი თქუენ, სიტყჳსაებრ წინააღმდგომთაჲსა, რეცა სიფიცხითა წიგნთაჲთა, ხოლო პირისპირმცა გეპოებოდე, ვითარ-იგი იტყჳან, უძლურ ძალითა და ვერ-მოქმედ საქმით, რასა-იგი დავსწერ სიტყჳთ.
8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი?9. მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ.10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10