თარგმანი: აჰა ესერა სახელითა უფლისაჲთა დაამტკიცებს სიტყუათა მათ პირველ თქუმულთა, ვითარმედ მისითა თანა-შეწევნითა დავიცავ თავსა ჩემსა, რაჲთა არცაღა რაჲ აწ მივიღო თქუენგან, და ამას ვჰყოფ არა რისხვით, არცა მწუხარებით, არამედ სიმშჳდით და მხიარულებით, რამეთუ სიქადულად ჩემდა შემირაცხიეს საქმე ესე, რაჲთა უსასყიდლოდ ვქადაგო სახარებაჲ. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "ყოველთა მიმართ იტყჳს სიქადულისა ამის დამარხვასა", — ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არა ყოველთა, არამედ სოფლებთა ოდენ ქუეყანისა აქაიაჲსათა, რომლისა დედაქალაქ იყო კორინთე. ხოლო რაჲსათჳს მიიღებს ფილიპელთაგან და არა მიიღებს კორინთელთაგან? — ესე ამისთჳს, რამეთუ იგინი უძლიერეს იყვნეს სარწმუნოებასა შინა, ხოლო ესენი — უუძლურეს, და რომელნი-ესე ორნივე სწორებით უყუარდეს, თითოეულსა მას უყოფდა, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფოდა.
2 კორინთელთა მიმართ 11:10
9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
2 კორინთელთა მიმართ თავი 11