მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:12

11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ და ვყო, რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი (11,12).:

თარგმანი: აწ იტყჳს მიზეზსა საქმისასა: ვითარ ცრუმოციქულნი იგი მომზირალ იყვნეს, რაჲთა, იხილონ თუ იგი რაჲსამე მიმღებელად კორინთელთაგან, ამით ბრალითა განდრიკონ ერი იგი მორწმუნე, ვითარმედ: ჴორციელისა მოგებისა მიზეზ-ჰყოფს მოციქული ქადაგებასა მას სახარებისასა. ამას მიზეზსა მომსპოლველ იქმნა მოციქული ყოვლად არარაჲსა მიღებითა კორინთელთაგან. ამისთჳს აწ წარმოთქუმასა შინა მიზეზისასა კუალად მრჩობლ დაამტკიცებს, ვითარმედ, რასა-ესე აწ ჰყოფს, სამარადისოდ ესრეთ ყოს მათდა მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის