თარგმანი: რაჲსა იტყჳ? - რომელნი ქრისტეს სახარებასა ქადაგებენ, ვითარ შენვე სთქუ ზემო, ვითარმედ: "არა სხუაჲ, არამედ იგივე ქრისტე უქადაგებიეს", - ცრუმოციქულ არიანა? — "ჰე, — იტყჳს, — რამეთუ დაღაცათუ განცხადებულად ქრისტესსა იჩემებენ, არამედ ფარულად ეშმაკისანი არიან; ვინაჲთგან ზაკუვით არაწმიდასა მოძღურებასა შემოიღებენ და მოქმედება მათდა არს არა დარგვაჲ ხისაჲ, არამედ აღმოფხურაჲ კეთილად დარგულისაჲ, ვითარცა შუენის ზაკუვით და ორგულებით შემოსრულსა, სახე ზედა-აც მოციქულთაჲ, ვითარცა მგელთა ტყავი ცხოვრისაჲ, რამეთუ შეცვალებაჲ ესე უსწავიეს მოძღურისა მათისა ეშმაკისაგან, რომლისაჲ უსაკჳრველეს არს, თუ ვითარ საცთურად მრავალთა გარდაიქცევის ყოვლად ბნელი იგი ანგელოზად ნათლისად, რეცა ოცნებით, ვიდრეღა ამათი ჩემებით ზედა-დებაჲ ფერსა სიმართლისა მსახურთასა, რომელ არიან წმიდანი მოციქულნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა, ყოველთა განმამართლებელსა ქადაგებითა სახარებისა მისისა, ყოველთა განმამართლებელისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 11:14
13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11