თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უწინარესცა ამისსა ფრიადი წინაგანმართებაჲ ვყავ სიტყუათათჳს სიქადულისათა, და ჟამიერად გამოვაჩინე აწ საჴმარებაჲ, არა მარადის საჴმარისაჲ მის, არამედ კუალად მათვე წინაგანმართვისა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ მე სიქადულისათჳს, რომელ ვიტყჳ, რამეთუ დაღაცათუ უგუნურისა საქმე არს სიქადული, არამედ მე იძულებით ვიქადი, არა ნებსით, არცა უგუნურებით, ხოლო უკუეთუ ვერ მომიტევებთ ამას ბრალსა, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ სიქადულისათჳს, ვითარცა უგუნურსა დამითმეთ, რაჲთა, ვითარ-იგი ცრუმოციქულნი სავნებელად თქუენდა, ეგრეცა მე სარგებელად ვიქადო, რაჲთა არა ჩემითა დაკნინებითა დააკნინოთ თქუენ სიტყუაჲცა იგი, ქადაგებული ჩემ მიერ.
2 კორინთელთა მიმართ 11:16
15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11