თარგმანი: ესე არს განმარტებაჲ ზემოჲსა მის სიტყჳსაჲ, ვითარმედ: რასა-ესე ვიტყჳ, არა უფლისა მიერ ვიტყჳ, რამეთუ ვინაჲთგან სიქადული ესე ჴორციელი არს, — არა უფლისა მიერი არს; ვითარ-იგი რაჟამს გარეშითა ვინმე სახითა იქადოდის, აზნაურებისა ანუ სიმდიდრისაგან, სიბრძნისა ანუ წინადაცუეთილებისაგან აბრაჰამის თჳსებისა ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისაგან, ვითარ-იგი არს ისრაელობაჲ, ესევითარი იგი ჴორციელად იქადის, არა საღმრთოდ. ამისთჳს არა უფლისა-მიერი არს, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "ქრისტე იესუჲს მიერ არა არს ჰურიაება, არცა წარმართობა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ მის მიერ" (). ხოლო საღმრთოჲ სიქადული არს სიწმიდე, წესიერებაჲ, სიმშჳდე და მარხვაჲ.
17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11