თარგმანი: ზემო თქუნა ორნი: ებრაელობაჲ ძუელითგანობისათჳს, ხოლო ისრაიტელობაჲ — შჯულიერობისათჳს. და აწ კუალად აბრამიანობასა სახელ-იდებს ძუელისაგან, ხოლო ქრისტეს მსახურებასა განიკუთნებს ახლისაგან; რომლისათჳს საკჳრველ არს, თუ რაჲსაღა იზიარებს პირველ განყრილთა მათ და ცრუმოციქულად და მსახურად ეშმაკისა სახელდებულთა. ცხად არს, ვითარმედ, არა ამას იტყჳს თუ: იგინი უდარესნი მსახურნი არიან და მე — უმეტესი, რომელი-ესე ზუაობით სიქადული არს, არამედ წესითა ოდენ თანაშეტყუებისაჲთა იტყჳს, ვითარმედ: მათ ცუდი ოდენ სახელი ზედა-აც, ხოლო მე ამით უფროჲს ვარ, რამეთუ ჭეშმარიტებით მეწოდების-ცა და ვარ-ცა მსახური ქრისტესი. ხოლო შენ აწინდელი ესე "უუგუნურესი" — "უკადნიერესად" გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, არა ლიტონად და უშიშად ვინმე სახელ-იდვის მსახურ ყოფაჲ ქრისტესი, არამედ ფრიადითა გამოწულილვითა და შიშითა, უკუეთუ გამოცდილ-მე არსა მსახურებასა მისსა შინა ანუ არა.
2 კორინთელთა მიმართ 11:24
23. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმეტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11