მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:25

24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰურიათაგან ხუთგზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე (11,25).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ხუთგზის ჰურიათა მიერ ვიეც, მომთხუევითა ჟამად-ჟამად, რომელ არს თითოსა ჯერსა მიმთხუევაჲ ოცდაათცხრამეტსა, რომელ არს ერთითა ნაკლული ორმეოცისაჲ; რამეთუ შჯული იყო ჰურიათა შორის, რაჲთა, უკუეთუ ვის უმეტესი ორმეოცისასა მიამთხჳონ, გინებად შერაცხილ იყოს და უპატიოებად ცემულისა მის. ამისთჳს განაჩინეს, რაჲთა ერთგზის არა მიამთხუევდენ უმრავლეს ოცდაათცხრამეტისა, რაჲთა, დაღაცათუ ნამეტნავი უნდეს ცემად მცემელსა, ორმეოცი მიამთხჳოს და არა უპატიო ყოს ცემული იგი მიმთხუევითა ორმეოცსა მეტისაჲთა. ამისთჳს, დაღაცათუ ვისიმე ენების უფროჲსისა ცემაჲ, განყვიან რიცხჳ იგი ცემისაჲ და სხუასა და სხუასა ჟამსა თითოეულსა ჯერსა მიამთხჳიან ოცდაათცხრამეტი, ვითარ-ესე აწ პავლეს ხუთგზის სცეს, რაჲთა მრავლად სცენ, ხოლო თითოეულსა ჯერსა არა აღიყვანეს ორმეოცად, რაჲთა არა უპატივო ყონ მეტისა ცემითა. ჳკუმენისი: ჰხედავა, ვითარ ყოველივე პავლესდა შემთხუეული არა უნაკლულოდ დამიწერა ჩუენ ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა! რამეთუ აჰა მრავალი აკლს აქა თქუმულთაგანი მუნ, რომელთა უტყუველობაჲ ყოვლად უეჭუელ არს, ვინაჲთგან სწორებით უცხო იყო აღმწერელი ამათი დიდებისმოყუარებით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის