თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: უკუეთუ მომავალმან თქუენდა სხუაჲ იესუ გიქადაგოს, რომელი არა გიქადაგეთ, ანუ სხუაჲ სული მიიღოთ მისგან, რომელი არღა მიგეღო, ანუ სახარებაჲ სხუაჲ, რომელი ჯერეთ არა შეგეწყნარა, კეთილად თავს-იდევით. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, რამეთუ ცრუმოციქულნი იგი ამას მომზრახ იყვნეს მოციქულისათჳს, ვითარმედ პავლეს სწავლაჲ უსრული არს, ხოლო მათი იგი — სრულ; რამეთუ მოციქული წრფელითა სიტყჳთა ქადაგებდა ქრისტესა, რაჲთა ლიტონითა სიტყჳთა ზოგად ყოველნი გულნი, სწავლულთა და უსწავლელთანი, აღავსნეს კეთილითა. ხოლო ცრუმოციქულნი იგი გარეშითა სიტყუათა ჴელოვნებითა განჰზავებდეს ჭეშმარიტთა მათ შჯულთა ქადაგებასა, და მჭევრობითა სიტყუათაჲთა წარიპარვიდეს მრავალთა. ამისთჳს მოციქული ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სხუაჲ იესუ არს, უსმენელი თქუენგან, რომელი ჩუენ ვერ გჳქადაგებიეს, ანუ თუ სხუასა სულსა მოგართუმენ ეგენი, რომელი ჩუენ ვერ მოგართუთ, ანუ სხუასა სახარებასა, რომელი ჩუენგან ვერ მიიღეთ, კეთილად თავს-იდებთ მაგათ. ესე ყოველი რეცა მათისა გულისსიტყჳსათჳს მოპოვნებული სიტყჳსგებაჲ არს, ვითარმედ: უკუეთუ უმეტესი რაჲმე მადლი მოურთუამს მაგათ, რომელი მე ვერ...
2 კორინთელთა მიმართ 11:4
3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას.5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11