მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:5

4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას.5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
28 მოციქულისაჲ: რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ (11,5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და ვჰგონებ, არარაჲთ დაკლებულ ყოფად ზეშთასრულთა მათ მოციქულთაგან. ესე იგი არს, ვითარმედ არღარა ცრუმოციქულთა თანა-შევატყუებ თავსა ჩემსა, არამედ ესრეთ მგონიეს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ ჭეშმარიტებისა ქადაგთაგან და ყოვლად სრულთა მოციქულთა დაკლებულ ვიქმენ; რამეთუ ზეშთასრულად პეტრეს უწოდს, იაკობს და იოვანეს. ამას რაჲ იტყჳს, არა თუ თავსა თჳსსა აღიმაღლებს, რომელი-იგი გარდამატებულებითა სიმდაბლისაჲთა სხუასა ადგილსა ნარჩევად მოციქულთა და არცა თუ ღირსად სახელისა სამოციქულოჲსა უწოდს თავსა თჳსსა, არამედ რაჲთა არავინ ჰგონოს დაკნინებასა ამისსა თანა დაკნინებულ ყოფად სახარებაჲ იგი, ქადაგებული ამის მიერ; ვითარმცა ანუ იგინი უმეტეს იყვნეს ამისსა, მეცნიერებასა შინა ქადაგებისასა, ვითარცა პირველ წოდებულნი, ანუ ესე — უდარეს მათსა, ვითარცა უკუანაჲსკნელ მოსრული. ამისთჳს აწ თავს-იდებს ქებასა თავისა თჳსისასა, და აქაცა არა თუ ცილობით და სილაღით, არამედ ფრიად სიმშჳდით და სიმდაბლით იტყჳს, ვითარმედ: "ვჰგონებო", არა თუ დავამტკიცებ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის