თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: დაღათუ მსოფლელ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა; რამეთუ ამას საგმობელად მისსა იტყოდეს ცრუმოციქულნი, ვითარმედ: იგი მსოფლელ არს და უსწავლელ; ხოლო ჩუენ — მოქალაქე და სწავლულ. არამედ მოციქული მათსა მას ძჳრისზრახვასა სამკაულად დასდებს საღმრთოჲსა მის ცნობისა თჳსისა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს ქადაგებისა თჳსისათჳს, ვითარმედ: არა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა, რაჲთა არა ცალიერ იქმნეს ჯუარი ქრისტესი; რამეთუ უკუეთუმცა ჴელოვნებითა საწარმართოთა სიტყუათა თხზულებისაჲთა წარემართა მას ქადაგებაჲ თჳსი, სასწაული იგი ჯუარისა ქრისტესისაჲ სიბრძნისა სწავლულებასა მიეჩემებოდა, ხოლო აწ უმეტესად განცხადნების ძლიერებაჲ ქრისტესი, რომელი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა, რაჟამს ლიტონითა მარტიობითა სიტყუათაჲთა მძლე ექმნნეს ქადაგნი მისნი ბრძენთა ყოვლისა სოფლისათა.
2 კორინთელთა მიმართ 11:6
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
2 კორინთელთა მიმართ თავი 11