თარგმანი: ესე სიტყუაჲ უმეტეს მხილებისაჲ არს კორინთელთა მიმართ, ვითარ ხედვიდა მოციქული მათსა მას სიჩჩოებასა, და ამისთჳს დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა არარაჲსა მიღებითა მათგან, რომლისათჳს უფროჲს აღეშენებოდეს მაშინ; რამეთუ არარაჲ ესრეთ აღაშენებს ერისკაცთა, ვითარ არარაჲსა მიღებაჲ მათგან, ხოლო უკუანაჲსკნელ სიმდაბლესა მას მისსა, ვითარცა უნდოებასა რასმე, ესრეთ შეჰრაცხდეს, ბირებითა ცრუმოციქულთაჲთა, რომლისათჳს აწ ეტყჳს, ვითარმედ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავსა თჳსსა დავიმდაბლებდ და მოვაყმობდ, რაჲთა თქუენ უმეტეს აჰმაღლდეთ წარმართებასა შინა საღმრთოთა შჯულთა სარწმუნოებისასა?
2 კორინთელთა მიმართ 11:7
6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11