თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა ხოლო თქუენსა არა ვიჴუმევ, არამედ საჴმარ თუ იყოს, თავსაცა ჩემსა არა ვჰრიდო წარგებად სულთა თქუენთათჳს.
14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ?16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?
2 კორინთელთა მიმართ თავი 12