თარგმანი: კითხვისსახედ ეტყჳს მათ სიტყუათა ამათ და თჳთ მათვე მოწამედ იჴუმევს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუას ვინმე, ნუუკუე დაღაცათუ მე თჳთ არაჲ მოვიღე თქუენგან მეცნიერებით; ესე იგი არს, ღონისძიებით რაჲმე ვზაკუე, რაჲთა სხუათა ჩემ მიერ მოვლინებულთა ბირებითა მოგიყვანნე თქუენ მოცემად რაჲსმე, ვითარმცა მათსა პირსა ზედა მოცემულსა მე ვიჴუმევდი. აწ უკუე, თქუენვე თქუთ, არა ჩემთავე კუალთა შეუდგაა ამის პირისათჳს, ვინცა-იგი იყო ჩემ მიერ მივლინებული თქუენდა, ანუ მო-რაჲმე-იანგაჰრაა თქუენგან? (რამეთუ ანგაჰრებად და მოხუეჭად შეირაცხების არა ნებსითითა გულსმოდგინებითა მოცემული, არამედ იმულებითითა თხოვითა მოღებული რაჲცა). ნამდჳლვე დიდ შესმენა მათდა იყო ესე, უკუეთუ პავლეს და მოწაფეთა მისთა საზრდელი იმულებითად და არა ნებსითად მათდა შეერაცხა.
2 კორინთელთა მიმართ 12:17
16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?
2 კორინთელთა მიმართ თავი 12