თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვედრებით და არა ბრძანებით წარმომევლინა თქუენდა ტიტე, არავე ცთომა იყო, ეჴუმია თუმცა რაჲმე თქუენგან, არამედ უწყი თანამოწამებითა მისდა წარმოყოლილისა ძმისაჲთა, ვითარმედ არარაჲ მოუხუეჭიეს უნებლიეთ, ნებსითითა წადიერებითა არარაჲსა მომცემელთაგან. ხოლო კუალად ამასცა მადლსა თჳსსა და მოწაფეთასა ღმრთისა მიმართვე აღიყვანებს, რამეთუ ზეგარდამოჲსა სულისა საქმე არს, რაჟამს კაცი ნაკლულევანი საჭიროჲსაცა საზრდელისაგან მოთმინებით თავს-იდებდეს სიყმილსა და არცა ერთსა რას ვისგან მიიღებდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ სათნოებაჲ ესე უსასყიდლოდ სახარებისაჲ არა ხოლო თავით თჳსით წარჰმართა მოციქულმან, არამედ სხუანიცა მოციქულნი აღიბაძვნა, რომელთათჳს აწ სწორებით იტყჳს, ვითარმედ: "მითვე სულითა ვიდოდეთ და მათვე კუალთა შეუდეგით". ცხად არს, ვითარმედ ზეგარდამოჲსა მადლისათა, რომელმან განმაძლიერნა ჩუენ თავს-დებად ყოვლისავე ძჳრისხილვისა.
2 კორინთელთა მიმართ 12:18
17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12