მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:19

18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყვა-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳ (12,19).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ამის ებისტოლისასა ესრეთ ჰყოფს, რამეთუ აღმოჰფხურის იჭუსა მლიქნელობისასა, ვითარმედ არა უჴმს წიგნები საწამებელი, და ვითარმედ არა თავსა თჳსსა შეასწავებს, და ვითარმედ არა მათ სიტყუა-უგებს, რამეთუ რომელი წინაშე ღმრთისა ითქუმოდის ქრისტეს მიერ, შეუძლებელ არს ორგულებასა რასმე და ზაკუვასა ყოფად წინაშე განმკითხველისა მის გულთაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის