მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:21

20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ (12,21).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ კმა არს პირველ გარდასრული მხილებაჲ და შერისხვაჲ წიგნებითა, განმმართებელად ცთომილებისა. ამისთჳს ვერიდები მოსლვად პირველ განმართვისა, რაჲთა არა პირისპირ მიჴმდეს მიჴდაჲ პატიჟისაჲ. ამის პირისათჳს გლოცავ, რაჲთა აწვე წინა-განჰმართოთ ყოველი ცთომილებაჲ, და არღარა მიჴმდეს მე მოსლვასა მას ჩემსა ვიეთმე ზედა ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა, რამეთუ დაღაცათუ თქუენ სიმშჳდესა — სიმდაბლედ და უძლურებად, ხოლო პატიჟის-ყოფასა სიმაღლედ და ძლიერებად ჩემდა უწოდთ, არამედ მე - წინაუკუმო — მაშინ დავმდაბლდები, რაჟამს მიბრძანოს ღმერთმან ჩემმან შჯაჲ ვიეთიმე. რამეთუ მე თჳნიერ მისსა არარაჲ ჴელმეწიფების ქმნად, არამედ სიმდაბლეცა და სიმაღლეცა — ყოველი მისითა ჴელმწიფებითა იქმნების ჩემ მიერ თქუენდა მიმართ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის