თარგმანი: ესოდენ არს ყოველსა ადგილსა სახელოვნებაჲ სამოთხისაჲ, ვიდრეღა მაცხოვარი ეტყჳს ავაზაკსა: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (), ვინაჲცა აწ მოციქულმან შემდგომად სამ ცადმდე აღწევნისაღა თქუა მიტაცებაჲ სამოთხედ და მუნ სმენაჲ სიტყუათა ეგევითართაჲ, რომელთა არავისი უდარესისა კაცთაგანისა სასმენელი, არამედ პავლესი ოდენ და მსგავსთა მისთაჲ შემძლებელ არს დატევნად. ჳკუმენისი: ამიერ განიქიქებოდედ სიცოფითი სილაღე მათი, რომელნი კადნიერ იქნნეს აღწერად სიტყუათა მათ უსმენელთა და კაცთა მიერ ვერ დასატევნელთა, და უწოდეს მას "პავლეს გამოცხადება".
2 კორინთელთა მიმართ 12:3
2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12