მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:5

4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს.5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესევითარისათჳს ვიქადი, ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა (12,5).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ თჳსსა ამას დიდებულებასა კუალად სხჳსა პირსა ზედა აზმნობს, რაჲთა კრძალულებაჲ თჳსი გჳჩუენოს. ხოლო ესე უეჭუელ ყო, ვითარმედ თავისა თჳისისათჳს იტყჳს მიფარულად-რე; რამეთუ სხუაჲ თუმცა ვინმე იყო აღტაცებული, რაჲსა იქადის სხჳსა აღტაცებასა, არამედ თჳსსა საქმესა რიდობით მიფარულად იტყჳს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არარაჲსა კადრებაჲ სიქადულით სიტყჳსაჲ, რამეთუ ყოველივე სიმაღლე ნიჭთაჲ ღმერთსა განეკუთნვის, და არარაჲ არს ძლიერებათაგანი თჳს და საკუთარ კაცისა, თჳნიერ სიმდაბლე და უძლურებაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის