თარგმანი: "სამგზისი" ესე "მრავალგზისისა" ნაცვალი არს, რამეთუ სიმდაბლითა გონებისაჲთა, არცა ამას დაჰფარავს, ვითარ ენება რაჲმე და არა ჴელ-ეწიფა ესრეთ ქმნად, ვითარ-იგი უნდა, არცა სასმენელ იქმნა ვედრებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან მრავალ იყვნეს წინააღმდგომნი ქადაგებისა მისისანი, რაჲსათჳს ვითარცა ერთისა განშორებად ევედრების? — ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ადგილ-ადგილ ერთი ვინმე იყვის აღმძრველი სხუათაჲ, და უფროჲსღა, ყოველსა ადგილსა ერთი და იგივე წინააღმდგომი ყოვლისა კეთილისაჲ — ეშმაკი, რომლისა მიერი დაბრკოლებაჲ ქადაგებისაჲ არა ადვილ უჩნდა მოციქულსა თავს-დებად, ვიდრეღა ევედრა უფალსა, და ესმა მისგან: "კმა არს შენდა ჩემ მიერ მოცემული მადლი მკუდართა აღდგინებისა და ბრმათა აღხილვისაჲ. ნუ ეძიებ უჭირველად და წინა-დაუდგომელად წარმართებასაცა ქადაგებისასა, რამეთუ შენ რეცა უძლურებად ჩემდა ვიეთგანმე საგონებელ გიჩნს, რაჟამს იგუემებოდი და იტანჯებოდი ქადაგებისათჳს ჩემისა. ხოლო მე თჳთ მას უძლურებასა შენსა შინა ვაჩუენებ უმეტესსა ძალსა ჩემსა, რაჟამს თქუენ, დევნულნი, მდევართა მძლე ექმნნეთ, და შეკრულთა შეაძრწუნნეთ შემკრველნი". გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ სხუაჲ...
2 კორინთელთა მიმართ 12:8
7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12