თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ვერ ძალ-გჳც ჭეშმარიტებასა ზედა, არამედ ჭეშმარიტებისათჳს. ესე იგი არს, რამეთუ აღიარებს სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცეთ და შეინანოთ, არა თუ მე რასმე მიგმადლებ თანა-წარჴდასა პატიჟისასა, არამედ თჳთ თავადი ჭეშმარიტებაჲ, შემწყნარებელი იგი მონანულთაჲ, და არღარა მიმჴდელი პატიჟსა ცოდვისაგან მოქცეულთასა. ვინაჲცა მე, დაღათუ ვინებო, რაჲთა თავისა განმართლებისათჳს გტანჯნე, და გიჩუენო, ვითარმედ ძალ-მიც ყოფად ესე, არამედ შეუძლებელ არს ჩემგან ქმნაჲ მისი, რომელი წინააღმდგომ იყოს მისსა, და არა თანამოქმედ ჩემდა იყოს თჳთ იგი თავადი ჭეშმარიტებაჲ, არამედ ჭეშმარიტებისათჳს ყოველსავე მას ვიქმ, რაჲცა-იგი სათნო იყოს მისსა.
7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13