თარგმანი: ვითარ-იგი თქუმულ არს ღორთათჳს, ვითარმედ მოიშთვებიან, უკუეთუ ნელსაცხებელი ვინმე ასუას მსუმელთა მათ მწჳრისათა, და კუალად, ეკალნიცა შეიწუვიან ცეცხლისა მიერ, ეგრეთვე სიტყუასა საღმრთოჲსა ქადაგებისასა ვერ დაიტევენ სასმენელნი განრყუნილნი ბილწებითა ურწმუნოებისა შჯულთა უშჯულოებისაჲთა, ხოლო კეთილად მორწმუნენი სულნი იყნოსენ მას და განცხოველდებიან, რამეთუ ქრისტესცა, რომელი-იგი ჩუენთჳს არს კლდე ცხორებისა და ლოდ თავსაკიდურთა, იგივე ურწმუნოთა ექმნების ლოდ შებრკოლებისა და კლდე დაბრკოლებისა, არა ბუნებისაგან საქმეთაჲსა, არამედ სიბოროტისაგან მჴუმეველთა მისთაჲსა.
2 კორინთელთა მიმართ 2:16
15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2