მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ (2,12).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ლიტონად მისრულ ვიყავ ტროადად, არამედ ქადაგებისათჳს ქრისტეს სახარებისა, რომლისა წარმართებასა და შემწყნარებელთა მიმთხუევასა განღებად კარისა უწოდს.

მოციქულისაჲ: არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი (2,13).

თარგმანი: ესრეთ აჩუენებს უმძიმესობასა ძმისა ვერ პოვნისასა, უფროჲს შემთხუევისა განსაცდელთაჲსა, ხოლო იხილე, ვითარ ორსავე ურთიერთას შეზავებს; არცა მწუხარებისათჳს ჰყოფს დახრწევასა ქადაგებისასა, არცა კუალად წარმართებასა შინა სახარებისასა და განღებასა კარისასა და განმრავლებასა მოწაფეთასა დაივიწყებს ძმად სახელ-დებულსა მას მოწაფესა ტიტეს, რომლისა ქებაჲ მრავალ არს მოციქულისა მიერ ებისტოლეთა შინა თჳსთა.

მოციქულისაჲ: არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად (2,13).

თარგმანი: არა იტყჳს დახრწევასა ქადაგებისასა, არამედ შემდგომად ქადაგებისა გამოსლვასა მიერ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენ დავადგერ მათ თანა, რაოდენ საჴმარ იყო მათდა; რამეთუ ესრეთ უბრძანა მას სულმან წმიდამან. და კუალად, რამეთუ ასწრაფებდა ჯმნად მათგან, არა მუნ ყოფაჲ იგი ტიტესი, რომელი-იგი ნუუკუე და საჭიროდ საჴმარ იყო მისდა ქადაგებისათჳს სახარებისა.

მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ (2,14).

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ მათ, ვითარმედ ტკივნეულ არს შემთხუევასა ზედა ჭირთა და მწუხარებათასა ყოველსა ადგილსა წარმოთქუმითა მათითა; ამისთჳს მადლობასა შესწირავს ღმრთისა, რომელი-იგი ესრეთ განაცხადებდა მას, რამეთუ შემთხუევაჲ იგი ძჳრთაჲ ბრძოლაჲ იყო ეშმაკისაჲ, ხოლო ძჳრთა შინა უძლეველად დაცვაჲ მოციქულისაჲ — ძლევა წინააღმდგომისა; რამეთუ რომელსაცა უმეტესთა განსაცდელთა სიმჴნით თავს-დებაჲ მიემადლოს, იგიცა უმეტესად სძლევს ეშმაკსა, ხოლო სძლევს არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს მიერ, გინათუ, მოციქულისაებრ, ქადაგებასა შინა ქრისტესსა უმეტეს განცხადნების უშიშად ქადაგებითა.

მოციქულისაჲ: და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა (2,14).

თარგმანი: ამას ადგილსა სულად მეცნიერებისა — ქადაგებასა მას უწოდს ზეცისასა, რომელი-იგი ამას სოფელსა არა ყოველთადა განცხადებულ არს, არცა ყოველივე, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: აწ ვხედავთ ვითარცა სარკითა და სახითა, რამეთუ, ვითარცა გუეცემინ რაჲ სული სულნელებისაჲ, ამას ოდენ გუაუწყებნ, ვითარმედ უეჭუელად არს სადმე ნელსაცხებელი. ხოლო ნივთი და შეზავებაჲ მისი არა იცნობებინ ყნოსითა მით. ეგრეთვე საღმრთოჲ ქადაგება ამას უეჭუელად დაუმტკიცებს ყოველთა, ვითარმედ უეჭუელად არს ღმერთი; ხოლო თუ რა არს არსებაჲ ანუ ბუნებაჲ მისი, — ამას არღარა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ, ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა (2,15).

თარგმანი: ვითარცა-იგი საკუმეველი იკუმევინ მიმოღებითა საცეცხურისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მიმოგუაქუსო ზეცისა იგი სულნელებაჲ, ხოლო უკუეთუ ვინმე ცხონდების გინათუ წარწყმდების, სახარებასა იგივე და ერთი შეუცვალებელი ქებაჲ აქუს სათნოებისა თჳსისაჲ, რამეთუ მისი საქმე ცხოვნებაჲ ოდენ არს და არა წარწყმედაჲცა. ხოლო წარწყმედაჲ იგი თჳთ წარწყმედულთა მათ ნებისა საქმე არს, ვითარცა-იგი მზესა მხედველთა უძლურთა და თაფლი სასათა, განრყუნილთა სნებისაგან ბნელ და მწარე აღუჩნდიან. არა მსგავსად ბრწყინვალებისა და სიტკბოებისა ბუნებათა მათთაჲსა, არამედ ვითარ-იგი იყვის განრყუნილებაჲ ბუნებისაგან განჴუებულთაჲ მათ. და კუალად, არა ხოლო მიჰრონსა მას ზეცისასა მიმოდავსდებთ, ყოველთა შორის განფენითა სულნელებისა მისისაჲთა, არამედ თჳთ ჩუენცა სულნელებანი ვართ წარმოუცალიერებელისა მის მიჰრონისა ქრისტესნი, რამეთუ დღითი-დღე მისთჳს მოვსწყდებით და გარეშეთა მიერ მარადღე სიკუდიდ მივეცემით. და რამეთუ მსხუერპლად მისსა განგჳკუთნვან თავნი თჳსნი, უშიშად და კადნიერებით ქადაგებითა სახელისა მისისაჲთა, არა ხოლო ცხოვნებულთა მათ შორის, რომელ არიან მორჩილნი და შემწყნარებელნი ქადაგებისა ჩუენისანი, არამედ წარწყმედულთა მათ შორისცა, და არა-შემწყნარებელთა სიტყჳსა ჩუენისათა.

მოციქულისაჲ: რომელთამე სულად სიკუდილითი-სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი-ცხორებად (2,16).

თარგმანი: ვითარ-იგი თქუმულ არს ღორთათჳს, ვითარმედ მოიშთვებიან, უკუეთუ ნელსაცხებელი ვინმე ასუას მსუმელთა მათ მწჳრისათა, და კუალად, ეკალნიცა შეიწუვიან ცეცხლისა მიერ, ეგრეთვე სიტყუასა საღმრთოჲსა ქადაგებისასა ვერ დაიტევენ სასმენელნი განრყუნილნი ბილწებითა ურწმუნოებისა შჯულთა უშჯულოებისაჲთა, ხოლო კეთილად მორწმუნენი სულნი იყნოსენ მას და განცხოველდებიან, რამეთუ ქრისტესცა, რომელი-იგი ჩუენთჳს არს კლდე ცხორებისა და ლოდ თავსაკიდურთა, იგივე ურწმუნოთა ექმნების ლოდ შებრკოლებისა და კლდე დაბრკოლებისა, არა ბუნებისაგან საქმეთაჲსა, არამედ სიბოროტისაგან მჴუმეველთა მისთაჲსა.

მოციქულისაჲ: და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? (2,16).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი და მაღალნი სიტყუანი წარმოთქუნა თავისა თჳსისათჳს, მსხუერპლ ყოფაჲ ღმრთისაჲ და სულნელება ყოფაჲ ქრისტესი, ამისთჳს აწ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა სიტყჳთა ამით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და ამისსა მიმართ ვინ კმა არს? ესე იგი არს, ვითარმედ: არავინ ჩუენგანი თავით თჳსით კმა არს ესოდენთა ამათ დიდებულებათა მიმღებელად, არა თუ მიემადლოს ქრისტეს მიერ, რომლისაგან არს ყოველი სავსებაჲ მადლთა და კეთილთაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვართ, ვითარცა-იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2,17).

თარგმანი: ამას ადგილსა ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა შეასმენს, რომელნი-იგი მადლსა მას და ნიჭსა ღმრთისასა თავთა თჳსთა აჩემებდეს, და ესე არს ვაჭარ ყოფაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჟამს კაცი არა ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებდეს, რომლისა თჳნიერ არარაჲ წარსამართებელ არს საქმეთაგანი.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ (2,17).

თარგმანი: იხილე, თუ ვითარ სამ სახედ აღამაღლებს დიდებულებასა ამის ქადაგებისასა, ვითარცა წადიერებისაგან, ესე იგი არს, გონებითა წადიერითა. რამეთუ ჩუენი — წადიერებაჲ ოდენ არს, ხოლო სხუაჲ ყოველივე ღმრთისაგან არს. რამეთუ მის მიერ სწავლულ ვართ და მის წინაშე ვიტყჳთ, რაჲთა ვერარაჲ ტყუვილი და სიცრუე შევჰრიოთ ჭეშმარიტებასა, რომელი ითქუმის წინაშე თჳთ მის ჭეშმარიტებისა, არამედ ვითარცა ჰშუენის ქრისტეს მიერ სწავლულთა და მის მიერ განბრძნობილთა.

მოციქულისაჲ: კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად (3,1).

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "ამაღლებითა ქადაგებისაჲთა თავსა თჳსსა აღიმაღლებს", ამისთჳს სხუათა საეჭუსა თჳთვე დაჰჴსნის, ვითარმედ არა თავსა თჳსსა ეწამების, არცა რაჲ უჴმს კაცობრივთა ქებათა და დიდებათაგანი.

მოციქულისაჲ: ანუ გჳჴმს-რაჲ-ა, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ, ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი? (3,1).

თარგმანი: საწამებელ წიგნ არს. რომელსა აწცა მისცემენ ებისკოპოსნი მღდელთა უეჭუელობისათჳს ჴელთდასხმულობისა მათისა, რომელი-ესე უცხოთა თანა უფროჲს საჴმარ არს, რომელნი იჭუნეულ იყვნენ მათდა უმეცრებისა, ხოლო "საწამებელისასა" განსამტკიცებელი უსაკუთრეს არს სახელად წიგნისა მის. ესევითარსა უკუე წიგნსა იჴუმევდეს მაშინდელნი იგი ცრუ მოციქულნი კორინთელთანი, რამეთუ სხუათაგან მიერთჳს მათდა და მათგან კუალად ითხოვდიან მისართუმელად სხუათა, ვითარცა მტყუვარობასა თანა შეუსწავებელნიცა. ხოლო ჭეშმარიტებისა ქადაგთა, ვითარცა ყოველთა შორის შესწავებულთა მოწაფედ და მოციქულად ქრისტესა და მოძღურად ყოვლისა სოფლისა, არარაჲ ესევითარი ეჴმარებოდა ვისგანმე.

მოციქულისაჲ: ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ? (3,2).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ სხუათა მიერისა წიგნისა არა მოქენე ვართ საწამებელად თქუენდა მიმართ, არამედ თქუენცა კმა-გიყოფთ წიგნად საწამებელად სხუათა მიმართ, რომელი-ესე დიდ საქადულ არს მოძღურისა —კეთილად წარმართებულებაჲ მოწაფეთა მისთაჲ, და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს არა თავსა თჳსსა, არამედ უფალსა მიაჩემებდეს წარმართებულებასა მათსა.

მოციქულისაჲ: დაწერილ გულთა შინა ჩუენთა (3,2).

თარგმანი: სამარადისოდ აღუჴოცელობასა მათისა ჴსენებისასა დაწერილად უწოდს, ვითარ-იგი მათნი სათნოებანი აქუნდეს ყოველთა შორის საწამებელად, მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ დასწერს პირველსა შინა ებისტოლესა, ვითარმედ: "ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ" ().

მოციქულისაჲ: უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა (3,3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გულმან ჩემმან უწყის ყოველივე თქუენი, ამისთჳს მიერ აღმოუკითხავ და მიუთხრობ სათნოებათა თქუენთა ყოველთა კაცთა.

მოციქულისაჲ: საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ (3,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: განცხადებულ, ვითარმედ ხართ ებისტოლე ქრისტესა, მსახურებულ ჩუენ მიერ. ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველთა შორის განცხადებულ არს, რამეთუ ამისთჳს გიწოდ ებისტოლედ ქრისტესა, ვინაჲთგან შჯული იგი ქრისტესი, რომლისაჲ ეგულებოდა უწყებაჲ კაცთაჲ, ყოველივე აღწერილ არს გულთა შინა თქუენთა აღუჴოცელად დაცვითა და სამარადისოდ მოქმედებითა მისითა. ხოლო ესევითარისა მის აღწერილისა მომრთუმელ და მსახურ ჩუენ ვიქმნენით თქუენდა მიმართ, ვითარცა-იგი მოსე ძუელსა შინა ისრაიტჱლთა ჰმსახურა მორთუმითა მით ფიცართაჲთა.

მოციქულისაჲ: დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა (3,3).

თარგმანი: ამიერითგან თანა-შეტყუებად იწყებს ახალსა ამას ძუელისა მის თანა, და ესოდენ გამოაჩენს ამისსა უზეშთაესობასა უფროჲს მისსა, რაოდენ მელნისასა სული უზეშთაეს არს.

მოციქულისაჲ: არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა (3,3).

თარგმანი: ფიცარ გულისა უწოდს გულთა კაცთასა, და კუალად ამითა უფროჲს აღამაღლებს ახალსა ამას ძუელისან მისსა, რაოდენ გული კაცისაჲ უმაღლეს არს ფიცარსა ქვისასა.