თარგმანი: ოდეს მიწერა ანუ რაჲ? — ცხად არს, ვითარმედ დასასრულსა ამის ებისტოლისასა, სადა-იგი დასწერს და ეტყჳს, ვითარმედ: მივწერე ესე, რაჲთა არა რაჟამს მოვიდე თქუენდა, კუალად დამამდაბლოს მე ღმერთმან, და ვეგლოვდე პირველ შეცოდებულთა და არღა შენანებულთა. ესე არს წინა-მიწერაჲ მისი, რაჲთა პირველვე განაქარვოს მათგან ყოველი მიზეზი შემაწუხებელი; არა ხოლო თჳსი, არამედ მათიცა, რომელნი-იგი უმეტეს შეწუხნებოდეს შეწუხებისათჳს მისისა, რამეთუ, ვითარ-იგი წარმართებაჲ მათი მომატყუებელ სიხარულისა, ეგრეთვე წარუმართებელობაჲ მათი ნივთ უმეტესისა მწუხარებისა ექმნებოდა მოციქულსა.
2 კორინთელთა მიმართ 2:3
2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს?3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია.4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2